პატარა გოგონასა და ბიჭს მკაცრი ბებია და ბაბუა ერთმანეთთან თამაშს უკრძალავენ. მიუხედავად უფროსების გაუთავებელი შენიშვნებისა და დატუქსვისა, ისინი ერთმანეთისაკენ ილტვიან. ერთხელ, სრულიად მოულოდნელად, ბავშვები ზოოპარკში შეხვდებიან ერთმანეთს. მათი "მოხერხებულობით" უფროსები გალიაში აღმოჩნდებიან, ხოლო ბავშვები თავისუფლებით ტკბებიან.