ფილმის გმირი ტელეგრაფისტი მარტოობისა და უსაქმურობისაგან მელანქოლიას შეუპყრია და ხელმძღვანელობას სხვაგან გადაყვანას სთხოვს. ერთ მშვენიერ დღეს, არგვეთის სადგურს ხე–ტყითა და ხელსაწყოებით დატვირთული სატვირთო მანქანა მოადგება,ცხოვრება გამოცოცხლდება და ტელეგრაფისტსაც საქმე გამოუჩნდება. ერთხელაც მას ქალაქიდან დაურეკავენ და ახარებენ, რომ გადაყვანის საქმე მოგვარებულია, მაგრამ სანდრო უკვე საჭირო კაცად დრძნობს თავს და აღარ აპირებს არგვეთის დატოვებას.