დაიბადა 1925 წლის 1 ოქტომბერს თბილისში. 1943 წელს მუშაობდა თბილისის კინოსტუდიაში, სადაც რევაზ კეზელის ბიძა – რაფო კეზელი გამხმოვანებლი იყო. სამსახიობო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის ინსტიტუტში საინჟინრო ფაკულტეტზე. გაწევრიანებული იყო ინსტიტუტის დრამატულ წრეში. საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველ დღეებში იყო ერთ–ერთი ენთუზიაზისტი, მუშაობდა ფოტოკორესპონდენტად და კინოოპერატორად, იღებდა რეპორტაჟებს და მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს. 1970 წელს ჩააბარა ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინოს ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე (დაუსწრებელ სწავლებაზე).