დაიბადა 1928 წლის 14 თებერვალს დაბა ხონში. იქვე მიიღო საშუალო განათლება. 1952 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის თეატრში (1952–1957), მარჯანიშვილის თეატრში (1958–1967) და 1967 წლიდან გარდაცვალებამდე რუსთავის თეატრში. იგი იყო რუსთავის თეატრის შექმნის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967).