ნიჭიერ მხატვარს, იმედას ბავშვობაში მამა მოსისხლემ მოუკლა. მას შემდეგ თბილისში, მამის მეგობართან იზრდებოდა... თხუთმეტი წლის შემდეგ, ბიძაშვილის მიწვევით, იმედა მშობლიურ ხევსურეთს ესტუმრება. ბუნებით და ადამიანებით მოხიბლული მხატვარი გატაცებით მუშაობს, ქალაქში დაბრუნებას არ ჩქარობს, რადგან ხევსური ქალი, მზექალა შეუყვარდება. მზექალა თორღვასაც უყვარს, ის იმედას ხმალში გამოიწვევს. იმედას თორღვა შემოაკვდება. მოსისხლეებს რომ გაარიდონ, იმედასა და მზექალას სოფლიდან გააპარებენ, მაგრამ მათ მდევარი წამოეწევა და ნასროლი ტყვია მზექალას შეიწირავს.