გუალის მანოლი უყვარს და მასი ცოლად შერთვა უნდა, მაგრამ მანოლი ჯარიდან დაბრუნებულ თავის შეყვარებულს, ემზარს მიყვება ცოლად. გუალი მარცხს ვერ ეგუება და ერთ დღეს ემზარს ხრამში გადაჩეხავს. გონს მალე მოეგება, ემზარს გადაარჩენს და მის ცოლსაც დაეხმარება - ღამით, ავდარსა და უგზოობაში, ფეხმძიმე მანოლის საავადმყოფოში გადაიყვანს.