ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ლალი პაპის რჩევით სამუშაოდ სოფელში მიდის. გამოუცდელ ქალიშვილს პირქუშ, სიტყვაძვირ სოფლელებთან ურთიერთობა უჭირს. პირველივე წინააღმდეგობაზე მზად არის, საქმე მიატოვოს და ქალაქში დაბრუნდეს, მაგრამ იცის – პაპა სისუსტეს არ მოუწონებს. ნელ-ნელა სოფლელებიც დარწმუნდებიან, რომ ლალის ანგარება არ ამოძრავებს და მხარში ამოუდგებიან.