ეროვნული
ფილმოგრაფია
ეროვნული
ფილმოგრაფია
  • KA
    • georgian
    • english
  • ფილმები
  • ხელოვანი
  • კინოსტუდია
  • კინოაკადემია

ოთარ იოსელიანი

მთავარი icon ხელოვანი icon ოთარ იოსელიანი

ოთარ იოსელიანი

მთავარი icon ხელოვანი  icon ოთარ იოსელიანი

ოთარ იოსელიანი

02/02/1934
საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი

ბიოგრაფია

ფილმოგრაფია

.

დაიბადა 1934 წლის 2 თებერვალს თბილისში. 1952 წელს დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი. 1953-1955 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ალექსანდრე დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის სახელოსნო). 1956 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად, 1956–1959 წლებში მემონტაჟედ, 1959– 1961 წლებში დოკუმენტური ფილმების რეჟისორად, ხოლო 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი. 1980-იანი წლებიდან მოღვაწეობს საფრანგეთში. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979). საქართველოს სახალხო არტისტი (1984). მიღებული აქვს რუსეთის დამოუკიდებელი პრემია "ტრიუმფი" (1993), ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია (1995), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1998), საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი (1999).

გადაღებულია ფილმებში:

ამბავი ერთი ქალიშვილისა

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:

აპრილი
გიორგობისთვე
იყო შაშვი მგალობელი
პასტორალი
ყაჩაღები, თავი VII
საპოვნელა
თუჯი
ძველი ქართული სიმღერები
შანტრაპა

სცენარის ავტორია ფილმების:

აპრილი
იყო შაშვი მგალობელი
პასტორალი
ყაჩაღები, თავი VII
თუჯი
ძველი ქართული სიმღერები
შანტრაპა

მემონტაჟეა ფილმების:

ყაჩაღები, თავი VII
შანტრაპა
ეროვნული ფილმოგრაფია

Geocinema.ge ქართული ფილმების საძიებო საიტია, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ სასურველი ინფორმაცია ქართული ფილმებისა და მათი შემქმნელების შესახებ. მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი უამრავი მასალის თავმოყრას და მის საიტზე განთავსებას გულისხმობს. ასე რომ, მივმართავთ რეჟისორებსა და პროდიუსერებს: მეგობრებო, თუ გსურთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ სასურველი ინფორმაციის დროულად განთავსებაში, მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის! სრული ინფორმაცია თქვენი ფილმების შესახებ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ:
s.kikaleishvili@gnfc.ge
d.davitiani@gnfc.ge


საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, © 2021
სანაპიროს ქ. #4, IV სართული, თბილისი, 0105

საიტზე განთავსებული ფოტო მასალა ეკუთვნის საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივს. ყველა უფლება დაცულია@საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.