დაიბადა ქუთაისში 1899 წლის 6 აგვისტოს. სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე (1918), გ. ჯაბადარის სახელობის თბილისის დრამატულ სტუდიაში (1918-1920). 1920 წლიდან იყო შ. რუსთაველის სახ. თბილისის თეატრის მსახიობი. 1926 წლიდან ამავე თეატრის რეჟისორი, ხოლო 1955 წლიდან მთავარი რეჟისორი. 1958 წლიდან ქუთაისის ლ. მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1924 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას იყო შ. რუსთაველის სახ. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1936). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1942, 1946, 1951), საქართველოს შ. რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატი (1975).