1905 წლის რევოლუციის ტალღამ ქართულ სოფლებსაც გადაუარა. გლეხთა შეგნებაში ფეხს იკიდებს "ერთობის" იდეები, ისინი მემამულეებისგან ღალის შემცირებას მოითხოვენ. დამსჯელი რაზმი რეპრესიებს მიმართავს. ტარიელ გოლუა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა, მაგრამ როდესაც სახლს გადაუწვავენ და ერთადერთ ვაჟს მუხანათურად მოუკლავენ, მიხვდება - თავისუფლების მოპოვება შეიარაღებული ბრძოლის გარეშე შეუძლებელია.