დაიბადა 1925 წლის 22 იანვარს ქ. თბილისში. 1947 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი (ანდრია ბალანჩივაძის კლასი). 1933 -48 წ.წ. უკრავდა ფანდურზე სახელმწიფო ფილარმონიის ანსამბლში. 1947-57 წ.წ. იყო სახელმწიფო კაპელის კონცერტმეისტერი და პედაგოგი. 1963 წლიდან მოღვაწეობდა კ/ს ”ქართულ-ფილმში”. ”ღირსების ორდენის” კავალერი (1958, 1876). საქართველოს სახალხო არტისტი (1979).