უცხოეთის ემიგრაციაში გაჭირვებით მცხოვრები მამა-შვილი დევიძეები შეიტყობენ რომ, მდიდარმა კაპიტალისტმა ზურაბ დევიძემ ქონება საბჭოთა კავშირში მცხოვრებ თავის ვაჟს დაუტოვა. ბიძაშვილის მოსაკლავად და მემკვიდრეობის ხელში ჩასაგდებად საქართველოში ოთარ დევიძე ჩამოდის. თანასოფლელთა გაცნობისა და მათთან დაახლოების შემდეგ ოთარი განზრახვაზე ხელს აიღებს. მემკვიდრის მოკვლას ოთარის თანამზრახველი, გამდიდრებაზე მეოცნებე მელიტონი გადაწყვეტს. ოთარი მის შეჩერებას შეეცდება და შემთხვევით შემოაკვდება. დანაშაულის აღიარების შემდეგ სასამართლო ოთარს გაამართლებს.