უსაქმური ახალგაზრდების ერთი ჯგუფი კაფეში აყალმაყალს ატეხს. ჩხუბში სპორტსმენი ვაჟი ჩაერევა, ხულიგნებს შეუტევს. ამის შემდეგ ხულიგნები საქმის გასარჩევად არაერთხელ ჩაუსაფრდებიან. ვაჟი უსაქმურების დევნას თავს არიდებს და მკლავჭიდში შეჯიბრებისთვის ემზადება. ერთ დღეს მეგობარს შეხვდება, რომელიც ჯარიდან შვებულებით ჩამოვიდა ქალაქში. ახალგაზრდები კაფეში შევლენ. ვაჟის გამოჩენაზე ხულიგნები ისევ ჩხუბს დაიწყებენ. ჯარისკაცი მოჩხუბართა გაშველებას შეეცდება და მოქნეული დანის მსხვერპლი გახდება.