დაიბადა 1962 წლის 5 მარტს, ქ. თბილისში. 1990 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი (რობერტ სტურუას სახელოსნო). 1979-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის სატელევიზიო თეატრის რეჟისორის ასისტენტად. 1999-2000 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში რეჟისორად, 2001-2006 წლებში იყო თბილისის სამეფო უბნის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 2006 წელს დაინიშნა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 2012 წლიდან პარალელურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას არის ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელი. სანდრო ახმეტელის (2005), იუსუფ კობალაძის (2010) და კოტე მარჯანიშვილის (2010) სახელობის პრემიების ლაურიატი, მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები და საპატიო დიპლომები.