ფილმი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მოსკოვის ერთ–ერთ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების ამბავს ასახავს. სამშობლოდან შორს, მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი ნიჭიერი გოგო-ბიჭების მხიარული თავგადასავლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მრავალი წლის შემდეგ, როდესაც უკვე ხელოვნების ცნობილი მოღვაწეები ახალგაზრდობის წლებს სინანულითა და სითბოთი იხსენებენ.