დაიბადა 1925 წლის 2 სექტემბერს. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. 1954-1955 წლებში იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, თეატრების სამმართველოს უფროსი, 1955-1973 წლებში საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში, 1973 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ამავე ინსტიტუტის რექტორი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი - პროფესორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.