ცნობილ მწერალს, გაზეთის რედაქტორს ბაჩანა ბრეგვაძეს კარდიოლოგიურ კლინიკაში მწვავე ინფარქტის დიაგნოზით მოათავსებენ. სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე ბაჩანა განვლილ ცხოვრებას იხსენებს, წარსულზე დაფიქრებას, სხვა ავადმყოფებთან ცხოვრების ავ-კარგზე მსჯელობას ბაჩანა ადამიანთა შორის ურთიერთობის მარადიული კანონის შეცნობამდე მიყავს.