დაიბადა 1958 წლის 28 აგვისტოს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, დრამისა და კინოს მსახიობის ფაკულტეტი. 1982 წლიდან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. 1996 წლიდან არის ხელოვნების საყმაწვილო ცენტრის „ართ ჰოლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მიღებული აქვს პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (1995), იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია (2011).