ფილმის მთავარი პერსონაჟი აფხაზეთის ტრაგედიის მონაწილეა, რომელმაც საქართველოს მთლიანობის დაცვის ნაცვლად ნაალაფარი დააგროვა, რუსეთს შეაფარა თავი და სამი წლის შემდეგ დაბრუნდა თბილისში, როგორც ნარკობიზნესის წარმომადგენელი. მისი ოჯახისა და მისი ყოფილი თანამებრძოლების ყოფის ფონზე ფილმში იქმნება სახელდაურქმეველი ომით დაღდასმული საზოგადოების სოციალური და მორალური სახე.