დაიბადა 1947 წლის 14 ოქტომბერს ქ. კასპში. 1979 წელს დაამთავრა ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის ტელერეჟისურის ფაკულტეტი (იული კარასიკის სახელოსნო). 1969 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა კომპანია ”ქართულ ტელეფილმში” ჯერ კინორეჟისორის ასისტენტად, შემდეგ – კინორეჟისორად (1989 წლიდან). 2003 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ხელმძღვანელობს მხატვრული კინოს რეჟისურის სახელოსნოს. უკავია ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა. არის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურიატი კინოხელოვნების დარგში (2004), ღირსების ორდენის კავალერი (2008).