1941 წლის თბილისური გაზაფხული. სკოლადამთავრებული გოგო-ბიჭები სწავლის გაგრძელებასა და ბედნიერ მომავალზე ოცნებობენ, თემურს და ნათელას ერთმანეთი უყვართ... მოულოდნელად იწყება მეორე მსოფლიო ომი. ბიჭები ფარაჯებს იცვამენ, ახლობლებს ემშვიდობებიან და ფრონტზე მიდიან. გუშინდელი ღიმილის ბიჭები მრავალჭირნახულ ჯარისკაცებად გადაიქცევიან. მათი სიცოცხლე დაზიანებული ტელეფონის ხაზის აღდგენას შეეწირება. ექვსი მეგობრიდან რაიხსტაგამდე მხოლოდ ერთი, "ბოლოკა" მიაღწევს.