სტუდენტი ნატო ქუჩაში ორ ბავშვს გაიცნობს და დაუმეგობრდება. დაქვრივებული დათო, ბავშვების მამა, ახლახანს დაცილდა თავის შეყვარებულს, თეოს, რომელმაც ბავშვებთან საერთო ენა ვერ გამონახა. ნატო დათოს ცოლი ხდება და ბავშვების აღზრდას კიდებს ხელს, ამისთვის სწავლასაც კი ანებებს თავს. მაგრამ ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება – ერთ დღეს, თეოსთან შეხვედრის შემდეგ დათო სახლიდან მიდის და ახალგაზრდა ცოლს თავის შვილებთან ერთად ტოვებს. შეურაცხყოფილი ნატო სახლიდან გარბის, მაგრამ მალე ბავშვებს უბრუნდება, რადგან ხვდება, რომ ისინი მისთვის „სხვისი შვილები“ აღარ არიან.