მთავარი პერსონაჟი – ჩვენი საუკუნის 30–იანი წლების ჯალათი, რომელსაც სისრულეში მოჰყავს სასიკვდილო განაჩენი, ფილმში ნაჩვენებია ცხოვრებისეულ სიტუაციებში. მისი საქმის სიმძიმე ყველგან თან სდევს ჯალათს – ოჯახში, ნაცნობებში და მოსვენებას არ აძლევს; ბოლოს მასაც რეპრესირებულთა ბედი ეწევა.