დაიბადა 1938 წლის 16 თებერვალს ქ. თბილისში. 1963 წელს დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1963-1967 წლებში იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი, 1967-1969 წლებში - მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, 1969-იდან კვლავ რუსთაველის თეატრშია. იგი იყო რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი, მას რობერტ სტურუას მუზასაც კი უწოდებდნენ. 1997 წელს დააარსა სამეფო უბნის თეატრი, 2003 წლამდე იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1976). საქართველოს სახალხო არტისტი (1981). სსრკ სახელმწიფო (1979) და შოთა რუსთაველის სახ. პრემიების ლაურეატი.