სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი ჯაბა იმედაძე ყურძნის უხვმოსავლიანი ჯიშის გამოყვანაზე მუშაობს. ცოლს მისი საქმეები ნაკლებად აინტერესებს და ოჯახის მიმართაც გულგრილობას იჩენს. საიდუმლო ჯაბასაც აქვს – ინსტიტუტის თანამშრომელი, ირმა მოსწონს. ევგენი გამცემლიძე, რომელსაც ჯაბა დისერტაციას დაუწუნებს, მის ცოლს ქრთამად ძვირფას საჩუქარს შეაპარებს. სამსახურში უსიამოვნებას ოჯახურიც დაერთვის – ჯაბა ცოლთან გაყრას გადაწყვეტს. მას ექსპერიმენტის განხორციელებას შესთავაზებენ და ახალი ჯიშის ვენახის გასაშენებლად ჯაბა მშობლიურ სოფელში გაემგზავრება.