დაიბადა 1917 წლის 28 თებერვალს, სოფ ბახვში (ოზურგეთის რაიონი). 1936 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში. ხოლო 1939 წელ გადავიდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1943 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ცხინვალის, ბათუმის და მარჯანიშვილის თეატრებში. იყო აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლის დირექტორი. საქართველოს და აჭარის დამსახურებული არტისტი.