სამოქალაქო ომში დაჭრილ ახალგაზრდას უცნობი ოჯახი შეიფარებს, ფეხზე დააყენებს, მაგრამ დაჭრილის მომხრეები პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა სახლს ააფეთქებენ. მას შემდეგ ახალგაზრდა კაცს ცოდვა გამუდმებით თან სდევს. ბედისწერა ისე ინებებს, რომ შეიპყრობენ და ჩაუდენელი დანაშაულისთვის წამებით მოკლავენ. მიცვალებულთათვის დაპირისპირება აღარ არსებობს. დაკრგული თაობის სულები მარადიულ სასუფეველში ხვეული კიბით ერთად ადიან.