ავტობუსის სადგურში ათასი ჯურის ადამიანი ირევა. ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. ყოფით პრობლემებში ჩაძირულ, ნერვებმოშლილ მგზავრებს ერთი მიზანი ამოძრავებთ - დროზე ჩააღწიონ დანიშნულების ადგილზე. სხვა მხრივ საერთო არაფერი აქვთ - ისინი შემთხვევამ შეყარა და მათი გზები მალე ისევ გაიყრება.