დაიბადა ოზურგეთის რ–ნის სოფ. კვირიკეთში 1913 წლის 21 იანვარს. 1927 წელს დაამთავრა ოზურგეთის შრომის სკოლა. 1930–34 წ.წ. ოზურგეთის თეატრის მსახიობის. შემდეგ მუშაობდა ჩოხატაურის კლუბთან არსებულ დრამწრეში, ჩოხატაურის თეატრის დაარსების შემდეგ, ჯერ მსახიობად, შემდეგ 1943–45 წ.წ. – დირექტორად. 1949 წლიდან მოღვაწეობდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის თეატრში მსახიობად.