ქვრივი დარეჯანის ერთადერთ ვაჟს ბერუას შეძლებული გლეხის ქალიშვილი სოფო უყვარს, მაგრამ სოფოს მშობლებს ქალიშვილისთვის სხვა სასიძო ჰყავთ შერჩეული. სოფელში ხმა ვრცელდება ქოლერის ეპიდემიის შესახებ, შეშინებული სოფლელები ტყეში გაიხიზნებიან. ბერუა და სოფო დროს იხელთებენ და ჯვრის დასაწერად მღვდელს მიაკითხავენ. მღვედელი მოწმის გარეშე ჯვრისწერას არ თანხმდება. ქალ-ვაჟი ღამეს ზვინში გაათენებს. გაწბილებული მშობლები იძულებული ხდებიან ქალიშვილის გათხოვებას შეეგუონ. სოფელში ქოლერა არ აღმოჩნდება. ჭორი ავადმყოფობის შესახებ შეყვარებული ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდება.