დაიბადა ქ. თბილისში 1942 წლის 31 ივლისს. 1959 წელს დაამთავრა თბილისის 53-ე საშ სკოლა. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1964-67 წ.წ. მუშაობდა ამავე ფაკულტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომლად. 1967-71 წ.წ. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე (მიხეილ თუმანიშვილის კლასი), რომლის დამთავრების შემდეგ ეწევა აქტიურ მოღვაწეობას ბათუმის, ქუთაისის, თბილისის სხვადასხვა თეატრებში. 1992 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს თურქეთის რესპუბლიკაში. არის ანკარის თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი.