ფილმი გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და გასული საუკუნის ბოლოს საქართველოში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება. ხელოვნება აღარავის აინტერესებს, მთავარ ღირებულებად ფული იქცა. ცნობილ კინორეჟისორს, რომელიც ფილმის გადაღებაზე ოცნებობს, დაესიზმრება, თითქოს კინოს გულშემატკივარი საზოგადოება მისი ფილმის გადასაღებად თანხას გაიღებს. ბოლოს და ბოლოს სპონსორიც გამოჩნდება, მაგრამ გულუბრყვილო ხელოვანის სახელით ყალთაბანდი ისარგებლებს და, ვითომ ფილმის გადასაღებად, მდიდარ საქმოსანს ფულს დასტყუებს, რეჟისორის ოცნება ოცნებად დარჩება.