ოპერა "აბესალომ და ეთერის" რადიო-ტრანსლაცია კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილს ამ ოპერის შექმნის დროს გაახსენებს. ახალგაზრდა კომპოზიტორი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეკრებს და წიგნად გამოსცემს ხალხური სიმღერების კრებულს. მოგზაურობისას თავადის ასულს, ნატო ამირეჯიბს გაიცნობს, რომელიც უსახსრობის გამო იძულებული გახდება, მდიდარ მრეწველს მისთხოვდეს. გულგატეხილი ზაქარია კონსერვატორიაში სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრება. სამშობლოში დაბრუნებულს ეროვნული ოპერის შექმნის სურვილი მოსვენებას არ აძლევს, მაგრამ შვილის დაღუპვა დიდი ხნით დააბრკოლებს. ახლობელთა დახმარებით ფალიაშვილი ძალებს აღიდგენს და მოხუცი მწყემსის ნაამბობის მიხედვით პირველ ქართულ ოპერას "აბესალომ და ეთერს" შექმნის.
ვოკალურ პარტიებს ასრულებენ: დ. გამრეკელი, ზ. ანჯაფარიძე, გ. დოლიძე, თ. თაქთაქიშვილი, ლ. გოცირიძე, მ. ამირანაშვილი, მ. ნაკაშიძე