დაიბადა 1914 წლის 30 მარტს. ქ. თბილისში. 1934 წელს დაამთავრა მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1934-1940 წლებში მუშაობდა მოსკოვის მეიერხოლდის სახელობის და გორკის სახელობის სამხატვრო თეატრებში რეჟისორ-სტაჟიორად, 1940-1972 წლებში - დამდგმელ რეჟისორად საქართველოს სხვადასხვა თეატრებში, ხოლო 1972 წლიდან იყო თბილისის ტელესტუდიის რეჟისორი.