ძალ-ღონით სავსე, მაგრამ გულუბრყვილო მეთევზის, ლადოს სიკეთით ყველა სარგებლობს. განსაკუთრებით დაუნდობლად ექცევა მას წისქვილის გაიძვერა მეპატრონე სტეფანე. დროება იცვლება. სტეფანეს წისქვილზე სახელმწიფო ზედამხედველობა წესდება. გაავებული მეპატრონე ახალ წესებს ვერ ეგუება, ხვდება, რომ ახალ ცხოვრებაში მისი ადგილი არ არის. ადიდებული მტკვარი სტეფანეს წისქვილს წალეკავს და მის პატრონსაც თან წაიყოლებს.