ორკესტრანტები ინსტრუმენტებს აწყობენ, მზადდება სცენა საოპერო სპექტაკლისთვის "ქეთო და კოტე". კინოს გადასაღებ უზარმაზარ, ნახევრად დანგრეულ პავილიონში მსახიობები რამაზ ჩხიკვაძე და ოთარ კობერიძე კინოფილმ "ქეთო და კოტეს" გადაღების ეპიზოდებს იხსენებენ. ეკრანზე ჩნდება ფრაგმენტები ფილმიდან.
ასე იწყება დოკუმენტური ფილმი ვახტანგ ტაბლიაშვილისა და შალვა გედევანიშვილის უკვდავი ფილმის "ქეთო და კოტეს" შესახებ, რომელიც ქართველმა კინემატოგრაფისტებმა 1997 წელს მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართულ ფილმად აღიარეს.