დაიბადა 1981 წლის 16 მარტს, ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა (1996). თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი - ბაკალავრიატი (2003), მაგისტრატურა (2005) და სამართალმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტი (2003). 1999-2000 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის შემეცნებითი გადაცემის წამყვანი, 2000-2007 წლებში ახალი ამბების წამყვანი. 2007-2009 წლებში დილის გადაცემა „ალიონის“ წამყვანი. 2007 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასწავლის ტელეჟურნალისტის ოსტატობასა და მეტყველების კულტურას.