ფილმი ეძღვნება 19 წლის მარო მაყაშვილს, რომელიც 1921 წლის თებერვალში რუსეთის მე-11 არმიის საქართველოში შემოჭრის დროს კოჯორ-ტაბახმელის ფრონტზე სათნოების დად წავიდა. მარო მაყაშვილი თებერვლის იმ სუსხიან დღეებში რჩეულ ქართველ ვაჟკაცებთან (იუნკრებთან) ერთად დაეცა თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაში.