ფილმს საფუძვლად უდევს ქართულ-აფხაზური ომის რეალურ მოწმეთა და მონაწილეთა დღიურები ომის ორივე დაპირისპირებული მხრიდან. ლიზას, ამ ომის ყოფილ რეპორტიორს, ომის დამთავრებიდან 25 წლის შემდეგ აფხაზეთიდან ურეკავს ყოფილი ბოევიკი - აფხაზი. აფხაზის ზარი ერთბაშად ააყირავებს ლიზას ცხოვრებას. ლიზა საჭესთან ჯდება და მანქანით გადაკვეთს მთელ საქართველოს, რაღა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საზღვარზე შეხვდეს აფხაზ ბოევიკს და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უთხრას მას.