დაიბადა თბილისში 1979 წლის 15 მაისს. 1996 წელს დაამთავრა ევგენი მიქელაძის სახელობის ხელოვნების კოლეჯი ფორტეპიანოსა და კომპოზიციის სპეციალობებით, 2005 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით. 1999-2003 წლებში დირიჟორობის კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის სპეციალობებს ეუფლებოდა ვენის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს პირველად 11 წლის ასაკში უდირიჟორა. 1993 წლიდან ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას როგორც პიანისტი და ორგანისტი. 1995 წლიდან მისი სახელი შევიდა იუნესკოს ოქროს წიგნში ”პლანეტის ახალი სახელები” ამავე წლიდან იგი არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და ჟიურის წევრია.