იგივე გიორგი (გიო) ახვლედიანი, დაიბადა 1966 წლის 10 ნოემბერს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იქვე მუშაობდა წლების განმავლობაში. პარალელურად როგორც ჟურნალისტი თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთებთან. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო მე–20 საუკუნის 90–იანი წლებიდან. ორჯერ 1995 და 2005 წლებში მიენიჭა ლიტერატურული პრემია "საბა".