ამბავი ,,სოციალურად დახლართულ'' თბილისში ვითარდება და ერთი ოჯახის ამბავს გვიყვება, რომელიც ზუსტად 24 საათს აღწერს. ეს არის შეძლებული ოჯახის ისტორია, რომელსაც ყველაფერი აწყობილი აქვს. ზრდასრული ქალი, თამუნა, ლონდონში თავის საყვარელთან ერთად გამგზავრებას ლამობს, რის გამოც უნდა, რომ ოჯახში ყველაფერი დალაგებული დატოვოს. მის გეგმებს ქალაქში ოჯახის ძველი მეგობრის, კრიმინალ ზაზას დაბრუნება უშლის ხელს.