ფილმი პარალელური მონტაჟით, მოგვითხრობს ორი თბილისელი ახალგაზრდა ყმაწვილის, სუსხიანი ზამთრის , ერთი დღის ამბავს. ზაზა მწერალია, მამუკა კრიმინალი. ისინი ერთმანათს არ იცნობენ. ერთს შურისძიების წყურვილი ამოძრავებს, მეორეს - სასიყვარულო, რაინდული გრძნობები... ორივე ცდება რადგან მათი ამბიციური გადაწყვეტილებები ბედთან თამაშს ჰგავს... გადაიკვეთება თუ არა მათი გზები?...