დაიბადა 1983 წლის 24 ნოემბერს. დაამთავრა სკოლა-სტუდია "ბერიკები", შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი. 2001-2003 წლებში იყო სამხატვრო ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის კლუბში, 2003-2007 წლებში გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახლმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. 2005-2012 წლებში საბავშვო სკოლა-სტუდია "სახლი თეატრში" ქორეოგრაფი. 2007 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ქ. სუზბახის (გერმანია) თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე.