ეს არის ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ერთი ოჯახის ამბავი. ახალგაზრდა კაცი, მამუკა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ თავისი გაჭირვებული ოჯახის ფეხზე დაყენებას ცდილობს. დედა საზღვარგარეთ არის სამუშაოდ წასული, მამა ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული, უმცროსი ძმა კი კრიმინალების წრეში ტრიალებს. მამუკა ბანკიდან სესხს იღებს და პატარა თევზსაჭერ ნავს ყიდულობს, რომ საკუთარი შრომით საარსებო ფული იშოვოს და დედა ოჯახში დააბრუნოს. ძმები ნავს მოირას, ბედისწერის ქალღმერთის სახელს არქმევენ, მაგრამ ბედისწერა ხშირად დაუნდობელია...