პროვინციული ქალაქის მტვრიანი გარეუბნის მთავარი ღირსშესანიშნაობა ცემენტის ქარხანა და მისი საერთო საცხოვრებლის დისკოთეკაა. ქალაქის მოსახლეობა ინტერნაციონალურია, თუმცა ყველა ქართულად ლაპარაკობს და ზნე-ჩვეულებებიც ქართული აქვთ. მდორე და საეჭვო ცხოვრების მიუხედავად, ეს ადამიანები განსაცდელის ჟამს მოულოდნელ ღირსებებს გამოავლენენ.