დაიბადა 1963 წლის 17 ოქტომბერს. 1988 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის, დრამისა და კინოს მსახიობის ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფი). 1988-1992 წლებში მუშაობდა სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრში, 1992-1994 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრში. 1995 წლიდან ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია.