ლუკა და სოფო მშობლებმა რაჭაში ბიძა-ბიცოლას მიაბარეს და სამუშაოდ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. ბიცოლამ ლუკა აითვალწუნა, "ქალაქელ წითელ კოჭს" არც თანატოლი ბიძაშვილი სწყალობდა, ჩაგრავდა და ამცირებდა. ლუკამ ვერ გაუძლო ასეთ მოპყრობას და სახლიდან გაიპარა, მაგრამ მოულოდნელად ოსურ-ქართული დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა. საშიშ ზონაში მარტოდმარტო ხეტიალის შემდეგ ბიჭი სხვა ქართველ ლტოლვილებთან ერთად რაიონულ ცენტრში დააბრუნეს. ლუკა შეურიგდა ბიცოლას, რომელიც, სასოწარკვეთილი, სოფელ-სოფელ დაეძებდა დაკარგულ ბავშვს.