მდიდარი ებრაელი ისაკი შორეული საქართველოდან წერილს მიიღებს – უცნობი ახალგაზრდა არწმუნებს, რომ მისი შვილიშვილი და ერთადერთი მემკვიდრეა. მოხუცი სიმართლის დასადგენად საქართველოში ჩამოვა. ბავშვობის მეგობართან შეხვედრა ისაკს ახალგაზრდობას გაახსენებს. თვითმარქვია შვილიშვილს სინდისი შეაწუხებს და თაღლითობას აღიარებს. მოხუცში ნაზი გრძნობა იღვიძებს, იგი მზადაა ახალგაზრდა მემკვიდრედ სცნოს.