ხანდაზმული მსახიობები პუპლი, ვალერიანი და ასიკო გულგატეხილები არიან - წარსულში ცნობილ მსახიობებს ყურადღებას აღარ აქცევენ, დასი მათ გარეშე გაემგზავრა საგასტროლოდ. მოხუცები გამოცოცხლდებან, როდესაც შეიტყობენ, რომ ერთი სოფლის საზოგადოებას მათთან შეხვედრა უნდა. სიხარულით დათანხმდებიან და გაემგზავრებიან. გზაში წარსულში შესრულებულ როლებს იხსენებენ და სოფლის აუდიტორიის წინაშე გამოსვლას გეგმავენ. ადგილზე ჩასულები შეიტყობენ, რომ შინმოუსვლელთა წყაროს გახსნაზე ყოფილან დაპატიჟებულნი. სოფელი მეორე მსოფლიო ომში დაკარგულ მეომრებს იხსენებს – საერთო სევდიანი განწყობა ადგილს არ ტოვებს მსახიობების გამოსვლისთვის.